გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოში ძროხების გამოფენა გაიმართება

25-10-2019

„საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, ქვეყანაში პირველად „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართება, სადაც მოქმედი 19 ფერმის ორმოცდაათამდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრება. 

„მესაქონლეობის ექსპო 2019“-ის მიზანი საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობაა. მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლისა და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია და მათი მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება აუცილებელია ქართული რძისა და ხორცის სექტორების მიმართ მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და მათი შემდგომი განვითარებისთვის. „მესაქონლეობის ექსპო“ 2019 ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ფერმერები და რძის მწარმოებლები უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და ბაზარზე ორიენტირებულები გახდნენ“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„მესაქონლეობის ექსპო“ 26 ოქტომბერს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე თბილისის იპოდრომზე გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორები „საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია“ და „საქართველოს მერძევეობის ასოციაცია“ არიან. 

imedinews.ge