გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამხედროები საბრძოლო რეჟიმზე გადაიყვანეს

25-10-2019

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალები საბრძოლო რეჟიმზე გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება დეფაქტო თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-ლეიტენანტმა იბრაჰიმ გასეევმა გასცა.

„საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის მიზანი სხვადასხვა პირობებში საკუთარი ფუნქციების შესრულებისთვის სამხედრო მართვის ორგანოების მზადყოფნისა და სამხედრო მოსამსახურეების პროფესიული დონის შემოწმებაა“, - აღნიშნულია დეფაქტო უწყების ინფორმაციაში.

​საბრძოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობების შესაქმნელად სამხედროები პოლიგონზე გადაიყვანეს, სადაც ისინი სასწავლო-საბრძოლო ამოცანებს საველე პირობებში შეასრულებენ. 

რამდენიმე დღის წინ კი, ცხინვალის ოკუპირებული რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურმა ქართული სპეცსამსახურები სოფელ წნელისის მონაკვეთზე მასშტაბური პროვოკაციის მოწყობის დაგეგმვაში დაადანაშაულა. თავის მხრივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განმარტა, რომ მსგავსი პროვოკაციული განცხადებები იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელსაც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აქტიურად იყენებენ საოკუპაციო ძალები.