18-01-2018
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ამოქმედებიდან მცირე დროში პროგრამას უკვე 38-ე ბენეფიციარი ჰყავს. გურჯაანის რაიონ, სოფელ ახაშენში მაღალი სტანდარტების შესაბამისი 41 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება.
სასტუმრო „ახაშენი რეზორტი“ მშენებლობას ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე გეგმავს, რომელიც მიმზიდველი ლოკაცია იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის. 41 ნომრიან სასტუმროში, სადაც პირველ ეტაპზე 35 ადამიანი დასაქმდება განთავსებული იქნება მაღალი დონის რესტორანი. ამასთანავე, თითოეულ ვიზიტორს საშუალება ექნება ისარგებლოს საკონფერენციო დარბაზით და საცურაო აუზით.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასტუმრო, რომელიც 2018 წლის მარტის თვიდან ამოქმედდება, მიზნად ისახავს საქართველოში ღვინის გზის მიმართულებით ტურიზმის განვითარებას და წარმოებული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 520 000 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 18 იანვრის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 38 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 113 მლნ. ლარზე მეტს. აღნიშნული სასტუმროები შექმნიან დამატებით 174 ოთახს და 1200-ზე მეტ სამუშაო ადგილს.