გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვახტანგ გომელაური: საუბარი იმაზე, თითქოს ქვეყანა ტერიტორიებს ახლა კარგავს, არასწორია

26-10-2019


შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება შეაფასა.

„ცუდი ფაქტი იყო, რა თქმა უნდა, როდესაც დამკვირვებლები დააკავეს. პრობლემა ექმნება, ასევე, პრესას, მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება, დააკავონ და ამიტომ არ ვუშვებთ ამ ტერიტორიაზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი არ ერიდებიან ევროკავშირის დამკვირვებლებსაც, რომლებიც დააკავეს. რაც შეეხება ვითარებას ადგილზე, იქ ნამდვილად არ არის გამწვავებული ვითარება. გაავლებს ხოლმე 100 მეტრზე ღობეს ოსურ-რუსული მხარე და დაიწყება საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფომ დაკარგა კიდევ ახალი ტერიტორიები. ეს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ. ეს, ალბათ, კარგად უნდა აიხსნას და მთავრობის ასახსნელიც არის, ალბათ. ეს თემა დაიწყო 2008 წელს. ხელი მოეწერა, რომ ოკუპაციის ხაზს იქით იქნებიან რუსული და ოსური მხარე, აქეთ - იქნება ქართული მხარე. ახლა, სადაც ღობე არ არის გავლებული, გადავდივართ? ვხნავთ ან ვთესავთ? მივდივართ ნათესავებთან? ვერ მივდივართ! სამწუხაროა, ღობე რომ ივლება და გამყოფ ხაზს აკეთებენ, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ დღეს დაკარგა საქართველომ კიდევ 500 მეტრი ტერიტორია, არასწორია“, - განაცხადა გომელაურმა.

"საოკუპაციო ხაზთან ღობე იქნება ეს თუ რუსული ჯარი იდგება და არ შეგვიშვებენ, ჩვენთვის ერთი და იგივეა", - ასევე აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

„რა თქმა უნდა, სამწუხაროა, გამყოფ ხაზს რომ აკეთებენ, თუმცა ის, რომ დღეს დაკარგა საქართველომ ტერიტორია - არასწორია. ეს დაიკარგა 2008 წლის ომის შემდეგ. აქ ხელი მოაწერა როგორც ქართულმა მხარემ, ასევე, რუსულმა მხარემ და ასევე ჩართული იყო ევროკავშირი.

ოკუპაცია გრძელდება, ღობის გავლება გრძელდება, დაკარგულია ეს ტერიტორიები, ღობე არ არის გავლებული აფხაზეთის მხარეს და არ გვაქვს დაკარგული აფხაზეთი? ზემო სვანეთში, კოდორის ხეობაში ღობე არაა და დაკარგული არ გვაქვს?" - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთ მინისტრის თქმით, ხელისუფლება მუდმივად მუშაობს პრევენციულ ღონისძიებებზე და მთავარი ამოცანა არის ადგილზე სიმშვიდის შენარჩუნება.
„ახლა, ბოლო შემთხვევა იყო ჩორჩანაში, სადაც ნამდვილად გადმოწიეს ჩვენს ტერიტორიაზე და გაგვიხსნეს, სამწუხაროდ, საგუშაგო იმის საპასუხოდ, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაკეთეთ საგუშაგო. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, ჩვენ ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დაძაბულობაში არ ჩაგვითრიონ და არ მოხდეს დაპირისპირება, ცეცხლი არ გაიხსნას ან იქითა მხრიდან, ან აქედან და არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციაში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.