გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინიდან ჩემს დეპორტაციას აჩქარებენ

18-01-2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 22 იანვარს კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ, შესაძლოა, მას უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის უკანასკნელი ლეგალური საფუძვლები ჩამოართვას. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეარხ News One-ის ეთერში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ, 3 იანვარს, მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

„ისინი უკრაინიდან ჩემს დეპორტაციას აჩქარებენ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მე 30 დღე მქონდა. სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა არ მოისურვა მოცდა და მის სასარგებლოდვე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ სასამართლო ორშაბათს შედგეს და უკვე სამშაბათიდან მე უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის საჭირო არც ერთი ლეგალური საბუთი არ მქონდეს“, - აცხადებს სააკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულ სასამართლოში საჩივრის განხილვა 22 იანვარს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება.

"გურიის მოამბე"