გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის მერიაში დანამატებს აღარ გასცემენ

18-01-2018

ქუთაისის მერიის სახელფასო ფონდი წლიურად 250 000 ლარით გაიზარდა, ხოლო საკრებულოს 54 000 ლარით. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიაში განმარტებას აკეთებენ.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  სახელფასო ფონდის ზრდა მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლების შტატში გადაყვანამ გამოწვია, რომლის ვალდებულება ადგილობრივ თვითმმართველობას კანონის თანახმად აქვს. რაც შეეხება საკრებულოს სახელფასო ფონდს, რომელიც 54 000 ლარით გაიზარდა 5 ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების დანიშვნამ გამოიწვია, რომლის ვალდებულებაც ასევე კანონის თანახმად ჰქონდა ადგილობრივ თვითმმართველობას.

,,ქუთაისის საკრებულოს სახელფასო ფონდი წლიურად შეადგენდა 785 000 ლარს. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საკრებულოს დაემატა 5 პოლიტიკური თანამდებობა ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეების სახით, რის გამოც სახელფასო ფონდი 54 000 ლარით გაიზარდა. დღეის მდგომარეობით საკრებულოს წლიური სახელფასო ფონდი 839 400 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება მერიის სახელფასო ფონდს, რომელიც 3 210 000 ლარს შეადგენდა, წლიურად გაიზარდა 250 000 ლარით. რაც გამოწვეულია ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლების შტატში გადაყვანით.

მერიის 2018 წლის სახელფასო ფონდი 3 460 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება დანამატებს, აღნიშნული პრაქტიკა ქუთაისის მერიაში აღარ იქნება", -განაცხადა იუზა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს ხვალ ქალაქის საკრებულო რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებს.

newpress