გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ონლაინ მედიასაშუალება „დია ნიუსის“ ვებსაიტი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა

28-10-2019

დღეს, ონლაინ მედიასაშუალება „დია ნიუსის“ ვებსაიტი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც საინფორმაციო სააგენტომ პრაქტიკულად მთლიანად დაკარგა მიმდინარე და საარქივო მასალები. ინფორმაციას თავდასხმის შესახებ ,,დია ნიუსის“ ადმინისტრაცია ავრცელებს.

გთავაზობთ ,,დია ნიუსის" განცხადებას უცვლელად:

რამდენიმე წუთის წინ Dianews.ge-ს ვებგვერდზე განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა, რის გამოც ამ ეტაპზე პარალიზებულია საიტის მუსაობა. ვებგვერდის ტექნიკური ჯგუფის ინფორმაციით, გვერდიდან წაშლილია ყველა ფაილი. Dianews,ge-ს 

გახსნისას ეკრანზე ჩნდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით ,,მე დავბრუნდები“.

მსგავსი კიბერ თავდასხმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდისა და ,,რადიო თავისუფლების“ საიტზეც განხორციელდა. ,,რადიო თავისუფლებამ“ ვებ-გვერდის კოპირება მოასწრო.

"შიდა ქართლი"