გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კიბერშეტევა ტელევიზიებზე გადავიდა - "იმედის" და "მაესტროს" მაუწყებლობა შეწყდა

28-10-2019

"იმედსა" და "მაესტროზე" სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა.

“ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში”, - აცხადებს ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძე.

ბოლო მონაცემებით, ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, საქართველოს პრეზიდენტის, საერთო სასამართლოებისა, თბილისის სააპელაციო სასმართლოს, სინფორმაციო სააგენტო "Dianews.ge"-ზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, ბათუმის მერიის, ქუთაისის მერიის, მედიასაშუალება topnews.com.ge-ს, არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდის" და "საზოგადოება და ბანკების" ვებგვერდებზე.

ჰაკერული თავდასხმა ჯამში 2 ათასამდე საიტს შეეხო.

აღნიშნულ საიტებზე გადასვლისას მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები).

newposts