გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში გადამზადების პროგრამა ამოქმედდა

28-10-2019

პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ბენეფიციარები, შექმნიან ტექ-სტარტაპებს და მოახდენენ საქართველოს ტურისტული ადგილების და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ექსპონატების გაციფრულებას. პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე შეიქმნება ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება ყველა რეგიონალური მომხმარებლისთვის და სრულიად უსასყიდლოდ შეასწავლის მათ საკუთარი სტარტაპის შექმნისთვის საჭირო მოდულებს და ბიზნეს ინგლისურს.

პროგრამა ხორციელდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან (University Of Westminster) პარტნიორობით.  ვესტმინსტერის უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში 1838 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებს შორისაა დასახელებული.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ბრიტანული განათლების რეგიონალური ჰაბი, რომლის ინიციატივით 2019 წლის მაისში დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში პირველი ევროპელების - ზეზვას და მზიას გამოსახულების გაციფრულება მოხდა. დღეს პირველი ევროპელების გამოსახულების ნახვა სპეციალურად შექმნილი აპლიკაციით, გაფართოებულ რეალობაშია შესაძლებელი.

პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში.

 

პრეზენტაციას წარადგენენ:

  • დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი
  • ნინო ენუქიძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი
  • ქეთევან ზურაშვილი - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
  • მაია დარჩია - ბრიტანეთის საბჭო

 

დრო:               29 ოქტომბერი, 2019 | 15:00

ადგილი:         სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. #3