გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფები 10 თეთრით გაიზარდა

18-01-2018

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფები 10 თეთრი გაიზარდა და 40 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი გახდა. საკითხს საკრებულოს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. მათი განცხადებით, რეგიონში მძიმე სოციალური მდგომარეობაა და მოსახლეობა გაზრდილ სამგზავრო ტარიფს ვერ გადაიხდის.
"შეიძლება 10 თეთრი ჩვენთვის არაფერია, მაგრამ მოქალაქეები ვერ გადაიხდიან. მძიმე სოციალური ფონია. სწორედ ამ ადამიანების ჯიბიდან ვიღებთ ხელფასს",- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი მირდატ ქამადაძე. 
ბათუმში სამგზავრო ტარიფის გაზრდას 14 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო 6 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.
ამ დროისთვის ბათუმის საკრებულოში დეპუტატები ბათუმის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების, ასევე საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ მსჯელობენ.

"ინტერპრესნიუსი"