გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილის სახით ჩვენ ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე იღებს იმ გამოწვევებს, რისი დაძლევაც უჭირს სახელმწიფოს, რისი დაძლევაც უჭირს ბიზნესს

29-10-2019

პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის დაწყებას ეხმაურება.
მისი თქმით, ,ბიძინა ივანიშვილის სახით ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე იღებს იმ გამოწვევებს, რისი დაძლევაც უჭირს სახელმწიფოს, რისი დაძლევაც უჭირს ბიზნესს.

,,ბიძინა ივანიშვილის სახით ჩვენ ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე იღებს იმ გამოწვევებს, რისი დაძლევაც უჭირს სახელმწიფოს, რისი დაძლევაც უჭირს ბიზნესს. ის უდიდეს სტიმულს აძლევს ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებას და არის ჩვენი ეკონომიკის ერთგვარი გარანტი და დამზღვევი ყველა იმ დარგში სადაც ამის საჭიროება უდგას ქვეყანას. ამას არაერთი მასშტაბური პროექტი ადასტურებს და ახლა მათ რიცხვში შედის წყალტუბოს რეაბილიტაცია. ეს მასშტაბური პროექტი რეგიონის განვითარების წინაპირობა გახდება და ძალიან მალე მოახდენს გავლენას ადამიანების კეთილდღეობაზე“-განაცხადა ყაველაშვილმა.