29-10-2019
პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის დაწყებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.
,,მინდა გამოვეხმაურო ძალიან კარგ ამბავს, რომელიც დღეს გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ის მზადაა წყალტუბოში არსებული 22 სასტუმრო და 9 აბანო გამოისყიდოს, შემდეგ კი მათი სრული რეაბილიტაცია ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში მოახდინოს. პარალელურად მან ქართულ ბიზნესს უნიკალური შეთავაზებით მიმართა და განაცხადა, რომ პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ ექსპლუატაციაში ჩაშვება, არათუ თვითღირებულებით, არამედ ფასდაკლებით გაასხვისოს აღნიშნული ობიექტები ნებისნმიერ ინვესტორზე, რათა მათ განაგრძონ წარმატებული საქმიანობა. ეს მიდგომა, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ წყალტუბოს აღორძინება, არა მოგებაზე ორიენტირებული პროექტი, არამედ უპრეცენდენტო მასშტაბის საქველმოქმედო ინვესტიციაა. წინასწარი გათვლით სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესში მინიმუმ 8000 ადამიანი დასაქმდება, მათი აღდგენის შემდეგ კი 600 000 – 800 000 ტურისტის მიღება იქნება შესაძლებელი. დიდი საქმე იწყება. წარმატება ინიციატორს"-განაცხადა მეზურნიშვილმა.