გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ცოტნე ზურაბიანი: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, არის ძლიერი შესაძლებლობა ჩვენი კურორტის სწრაფი განვითარებისა, ვიყოთ რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქი

29-10-2019

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ქალაქის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
,, უპრეცედენტო გადაწყვეტილება წყალტუბოს განვითარების ისტორიაში. 30 წელზე მეტია, პრაქტიკამ აჩვენა რომ, საერთასორისო დონის კურორტი და რეგიონში, ყველაზე დიდი შესაძლებლობების მქონე თერმული ქალაქი, სტანდარტული მიდგომით ვერ განვითარდა.
ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, არის ძლიერი შესაძლებლობა ჩვენი კურორტის სწრაფი განვითარებისა, ვიყოთ რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქი.

ძალიან გახარებული ვარ და მინდა, მივულოცო, ჩვენი ქალქის მაცხოვრებლებს, ყველას, ვისთანაც მიმქონდა წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის სიტყვა და საქმე, წყალტუბოს განვითარების შეუქცევადი პროცესი დაიწყო“ -წერს ზურაბიანი.