გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დავით მათიკაშვილი: ახალი სიცოცხლე და უდიდესი პოტენციალი ელის წყალტუბოს და სრულიად იმერეთის რეგიონს

29-10-2019


წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
,,ახალი სიცოცხლე და უდიდესი პოტენციალი ელის წყალტუბოს და სრულიად იმერეთის რეგიონს. თავისი მაშტაბით მართლსაც უპრცედენტო მოცულობის ინვესტირება იგეგმება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ ერთ დროს ძალიან პოპულარული, ამჟამად კი დროთა ავბედითობისა და საბიუჯეტო სახსრების უკმარისობის გამო ნახევრად მიტოვებული და გაპარტახებული კურორტის კვლავ ასაღორძინებლად: ორ ათეულზე მეტი სასტუმრო და დასასვენებელი სახლები, ათასობით სამუშაო ადგილი, აღდგენილი ინფრასტრუქტურა, უამრავი კმაყოფილი ტურისტი და რაც მთავარია: დოვლათი, რაც წარმატებული ტურისტული საქმიანობის შედეგად იქმნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, თვითოეული ოჯახისთვის - აი ეს, ძალიან მცირე ჩამონათვალი, იმისა რაც შედეგად მოყვება ბატონ ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ გულწრფელ სურვილს დაეხმაროს და გვერდით დაუდგეს მისთვის საყვარელ ქართველ ხალხს და სრულიად საქართველოს!!!“, წერს დავით მათიკაშვილი.