გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნუკრი ქანთარია: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც წმინდა წყლის ქველმოქმედებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს პოლიტიკური ქველმოქმედების აქტებს

29-10-2019

პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია სოციალური ქსელის საშუალებით წყალტუბოს განვითარებისათვის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ეხმაურება. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ეროვნული საქმე წამოიწყო
,,კიდევ ერთი ეროვნული საქმე წამოიწყო ბიძინა ივანიშვილმა. წყალტუბოს აღორძინების პროექტის განხორციელება უპრეცედენტო მასშტაბის საშვილიშვილო გადაწყვეტილებაა, რომელიც დიდ სიკეთეს მოუტანს რეგიონს და მთელ ქვეყანას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც წმინდა წყლის ქველმოქმედებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს პოლიტიკური ქველმოქმედების აქტებს და ახორციელებს ერთგვარ საქველმოქმედო ინვესტიციებს, რომლითაც ქმნის ინფრასტრუქტურას ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს კი ადამიანების დასაქმების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წარმატება მას ამ დიდ წამოწყებაში“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.