29-10-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია, გარდაცვლილები მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. ავარიის დროს დაშავებული 3 მოზარდი კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ბრიგადას ავარიის ადგილზე ორი ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდა. მედიკოსების თქმით, დაშავებულებიდან ერთ-ერთი მათგანის, ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ბიჭებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ადგილზე მობიზილებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.