გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

„ვიცოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს “მთავარ არხზე” გადასვლას არ აპატიებდა...“

30-10-2019

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ივანიშვილის მიერ წყალტუბოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაწერილ ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტს სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:

“ასეც ვიცოდი! ასეც ვიცოდი! ვიცოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს “მთავარ არხზე” გადასვლას არ აპატიებდა და მის მშობლიურ სანახებს მიიტაცებდა! 

ასე ხდება ხოლმე, როცა მშობლიურ მხარეს უპატრონოდ მიატოვებ და მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემებით დაკავდები!  აქვე გაფრთხილებთ, რომ ამ შურისძიებას გაგრძელებაც ექნება: “წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალ ქარსაც” შეუცვლის მიმართულებას!  და ეს ყველაფერი ნანუკას გამო მოხდა! 

P. S. დღეს ისეთი კომენტარები მოვისმინე წყალტუბოს აღორძინების, მისთვის მეორე სიცოცხლის დაბრუნების პროექტთან და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ სხვა ახსნა ვერ მოვუძებნე ამ იდიოტების უსაგნო და მავნებლურ მსჯელობას!

წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კურორტია და მისი ინფრასტრუქტურა მხოლოდ შენობებს არ გულისხმობს: ეს არის კომუნიკაციების მთელი ქსელის აღდგენა-გამართვა და არა მხოლოდ ამ რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა!”– წერს ბონდო მძინარაშვილი.

alia