გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

15 წლის ოზურგეთელი პოლიგლოტი, რომელიც 6 ენაზე საუბრობს და ცნობილ სერიალებს თარგმნის

18-01-2018

ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, თუმცა უკვე ექვს ენაზე - თურქულად, არაბულად, ირანულად, იტალიურად, ესპანურად და სომხურად გამართულად საუბრობს. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, თუმცა აბიტურიენტებს აღმოსავლურ ენებში ამეცადინებს და ტელემაყურებლისთვის კარგად ნაცნობ თურქულ და არაბულ სერიალებს თარგმნის - ეს დავით ჯიჯიეშვილია, პატარა პოლიგლოტი, რომელიც ოზურგეთში ცხოვრობს.

ენების შესწავლა 9 წლის ასაკიდან დაიწყო, 12 წლის უკვე თურქულ ენაზე იმდენად გამართულად საუბრობდა, რომ საქართველოში პოპულარული თურქული სერიალის - "დიდებული საუკუნის" სოციალურ ქსელების ანგარიშებს, Youtube არხსა და ვებ-გვერდს მართავდა, 

შემდეგ კი Canal 13-ისთვის სერიალ "ქოსემ სულთანის" შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელიც ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ასე დაიწყო მისი კარიერა, ენების შესწავლისადმი ინტერესი კი კიდევ უფრო გაუძლიერდა.

"8 წლის ვიყავი, როდესაც საკაბელო ტელევიზიის ყურებისას, სადაც თურქულ და არაბულ სერიალებს უჩვენებდნენ, დავინტერესდი ენებით, რომლებზეც გმირები საუბრობდნენ, მერე ვნახე რამდენიმე ფილმი და დავიწყე თურქულის შესწავლა. ამ ასაკში თბილისში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი, შემდეგ დავინტერესდი არაბულით. ორივე ენას, თურქეთისა და არაბეთის ისტორიას არაჩვეულებრივი პროფესორები მასწავლიდნენ. ამის შემდეგ გამომიჩნდა სამსახური, რომელიც საქართველოში სერიალ "დიდებული საუკუნის" პროდუსერმა შემომთავაზა. ამას დავამატე ესპანური, იტალიური და სომხური," - იხსენებს დავითი.

თითო ენის შესწავლას ერთიდან ორწელიწადნახევრამდე დრო დასჭირდა, დავითმა ყველა მათგანი ერთდროულად არ შეისწავლა, არამედ პერიოდულად აითვისა. ჩვენს ქვეყანაში აღმოსავლური ენების მცოდნეთა რაოდენობა არც ისე დიდია, ამიტომ პატარა პოლიგლოტს სამსახური ერთდროულად რამდენიმე თურქულ და არაბულ კომპანიაში გამოუჩნდა. მათთვის ის სერიალებსა და ფილმებს თარგმნის, ამავდროულად აღნიშნულ პროდუქტს ტელევიზიებს სთავაზობს.

"ვთანამშრომლობ ისეთ კომპანიებთან როგორიაა Times Production-ი, Ay Yapim-ი, Pastel Film-ი, Es Film-ი და სხვადასხვა ტელეკომპანიებთან, მათ შორის საქართველოში, რომლებზეც ცნობილი თურქული სერიალები გადის. იმ კომპანიების ბიუჯეტი, რომელთა თანამშრომელიც მე ვარ, საკმაოდ სოლიდურია, ამიტომ დამპირდნენ, რომ ოცნების ასრულებაში დამეხმარებოდნენ - მაქვს ოცნება, რომ პოემა "ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაცია გავაკეთო და მრავალსერიან ფილმად გადავიღო. ჩვენთან რომ ძალიან პოპულარულია თურქული სერიალები, მინდა, რომ თუნდაც თურქებსაც შევთავაზო ქართული სერიალი. კომპანიები დამპირდნენ, რომ სრულწლოვანი როცა გავხდები, დამაფინანსებენ და სერიალის გადაღებაში დამეხმარებიან. რადგან "ვეფხისტყაოსანი" კულტურული ძეგლია, მისი გამოყენების უფლების მისაღებად კულტურის სამინისტროს უკვე მივმართეთ," - აღნიშნავს 15 წლის დავით ჯიჯიეშვილი.

"გურიის მოამბე"