გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

„არანაირ მსგავს შეხვედრაზე არ ვყოფილვარ“ - გომელაური მეუფე იაკობის განცხადებაზე

30-10-2019

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამტკიცებს, რომ ის იმ შეხვერდრას არ დასწრებია, რომელზეც მეუფე იაკობი საუბრობს.

გომელაურის თქმით, წარმოუდგენელია ვინმეს განეხილა ილია მეორეს გადაყენება, რადგან მას ყველა პატივს სცემს.

"უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს. არამარტო მე, მთელი ჩვენი გუნდი და ვფიქრობ მთელი საქართველო. წარმოუდგენელია ეს თემა, პატრიარქის გადაყენება-არგადაყენება საერთოდ ვინმემ განიხილოს. არ შემდგარა, არანაირ მსგავს შეხვედრაზე არ ვყოფილვარ. არ ვყოფილვარმეთქი და რა ვერსია მოგიყვეთ?! "- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე უნდა დაიწყოს თუ არა ბოდბელი ეპისკოპოსის სკანდალურ განცხადებაზე გამოძიება, შს მინისტრმა თქვა, რომ ეს საკითხი მთავარი პროკურატურის პრეროგატივაა.

"მთავარმა პროკურორმა თქვა, რომ არ აპირებს გამოძიების დაწყებას. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს დანაშაულის სიმძიმეს. დანაშაული არის თუ არ არის. თუ გამოვლინდება დანაშაული გადაწყვეტს პროკურორი"- განაცხადა გომელაურმა.

მედიის შეკითხვაზე, რატომ ასახელებს მეუფე 3 მაღალჩინოსანის გვარს, მინისტრმა მოკლედ უპასუხა:

"კითხეთ მეუფე იაკობს".

alia