გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

“ღმერთის საჩუქრად ვთვლი ამ ყველაფერს, მე ეს მარტო ჩემთვის არ მომიგია” – ამბროლაურის მერის პირველი კომენტარი პორშეს მოგების შემდეგ

30-10-2019

ამბროლაურის მერი, დავით მხეიძე, ლიდერბეთის გათამაშებაში პორშეს მოგების შემდეგ “რეგიონულ კვირასთან” პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მისი სახელით ონლაინკაზინოს გვერდზე ექაუნთი რამდენიმე წლის წინ მისმა ძმისშვილებმა შექმნეს. ამასთან, განმარტავს, რომ მოგებულით ვალებს გაისტუმრებს და რამდენიმე გაჭირვებულსაც დაეხმარება.

“2-3 წლის წინ ჩემმა ძმისშვილმა ბიჭებმა ჩემი სახელით შექმნეს გვერდი ლიდერბეთზე, რა თქმა უნდა, ისინი მართვავდნენ ამ გვერდს და 48 ბილეთი მოუგროვდათ.  მინდა გამოგიტყდეთ, რომ ფეხბურთის დიდი ფანი და მოყვარული ვარ, მაგრამ სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, არც მცალია მანდ სათამაშოდ, არც აზარტული მოთამაშე ვარ და არც დამოკიდებული თამაშებზე. ორი 5-ლარიანი ბილეთი დავდე ამას წინ საღამოს, როცა სახლში ვისვენებდი, ისე, ფეხბურთის სიყვარულის ხათრით, ჰოდა, ღმერთის საჩუქრად ვთვლი ამ ყველაფერს, რადგან მე ეს მარტო ჩემთვის არ მომიგია. შეგიძლიათ, ნახოთ ჩემი დეკლარაცია, რა მაქვს და რა გამაჩნია, მე საკუთარი მანქანაც კი არ მყავს, მაქვს კრედიტები. მოგებულით პირველ რიგში ვალებს გავისტუმრებ, ჩემს ირგვლივ რამდენიმე გაჭირვებულსაც მივეხმარები და შეძლებისდაგვარად, ვისაც გავწვდები ხელს გავუმართავ”, – განაცხადა დავით მხეიძემ.

ცნობისთვის, ამბროლაურის მერმა, დავით მხეიძემ ლიდერბეთის გათამაშებაში პორშეს მარკის ავტომობილი მოიგო. გუშინ, 29 ოქტომბერს გათამაშების წამყვანებს, შორენა ბეგაშვილსა და ვანიკო თარხნიშვილს მერმა უთხრა, რომ ჯამში 48 ბილეთი ჰქონდა.  მერის ქალიშვილმა, მარიამ მხეიძემ მამას გამარჯვება სოციალურ ქსელში მიულოცა და გათამაშების ვიდეოც გამოაქვეყნა.

"კვირა"