გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ავარიის გამო აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგია 10 საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა

18-01-2018

ოჩამჩირეში, სოფელ კინდღში მომხდარმა მოკლე ჩართვამ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება გამოიწვია. შედეგად, დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

ავარიის ადგილზე სარემონტო სამუშაოები 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ „აფსნიპრესს“ კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახურმა განუცხადა. ამავე ცნობით, ღამით შეწყვეტილი სამუშაოები დილის 6 საათიდან განახლდა და ამ დროისათვის პრობლემა აღმოფხვრილია.

რადიო "ათინათი"