გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

დღეს ნათლისღებაა

19-01-2018

მართლმადიდებლური სამყარო დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. 

ნათლისღება ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაულია. მართლმადიდებელი ეკლესია მას 19 იანვარს აღნიშნავს. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. 

ეკლესიის სწავლებით, წყლიდან ამოსულ იესოს სულიწმიდა მტრედის სახით დაადგა თავზე: „და გარდმოხდა მასზედ სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი და გაისმა ზეცით ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“.
მართლმადიდებლური რწმენით, ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. ამ დროს მონათლულ ადამიანში ადამი იბადება. მონათლულზე სულიწმიდის მადლი გადმოდის.
ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება, ნაკურთხი წყალი კი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ძველად ქართველები ამბობდნენ, ნათლისღებას აღებული უბრალო წყალიც არ იხრწნებაო. მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ყოველი მდინარის, ნაკადულის თუ ხევის წყალს ისეთივე მადლი ეძლეოდა, იორდანეს რომ მიეცა მაცხოვრის ნათლისღებისას.
ნათლისღების დღესასწაული ლიტურგიკულ კრებულებში მოხსენიებულია, როგორც "გაცხადება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი," ვინაიდან ამ დღეს ქრისტე ღმერთი განცხადდა.