19-01-2018
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში პოლიციის თანამშრომლებსა და ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთ სამართალდამცველს დაზიანება ყბის არეში მიაყენეს. შსს-მ ინციდენტში მონაწილე სამი პირი დააკავა. მათ ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. პოლიციის თანამშრომელი რომელსაც სახეზე უკბინეს, სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ სახლში გაწერეს.