გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სარაკეტო ტექნიკის გენიოსის" ქუჩა გორში - ცოტა რამ ალექსანდრე ნადირაძის შესახებ

19-01-2018

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ერთ-ერთი ქუჩა ალექსანდრე ნადირაძის სახელს ატარებს, თუმცა ალბათ ბევრმა ჩვენგანმა ბევრი არაფერი იცის მის შესახებ.

ალექსანდრე ნადირაძე 1914 წელს გორში დაიბადა. მისი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, რომ იგი ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი იყო. ნადირაძის კვლევის ძირითად მიმართულებას საფრენი აპარატების მექანიკა წარმოადგენდა. 

მის სახელს უკავშირდება უმძლავრესი ბალისტიკური რაკეტების, ტემპი”, “ტოპოლი”, “პიონერი”, “სკოროსტი” და სხვა რაკეტების შექმნა, რომლებზეც საბჭოთა კავშირის ხელისუფლების დავალებით მუშაობდა.

რუსმა კოლეგებმა ის „სარაკეტო ტექნიკის გენიოსად“ აღიარეს.

 

 

 

უფრო ვრცლად: 

ნადირაძემ 1940 წელს მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი დაამთავრა. 1932 წელს მუშაობა დაიწყო თბილისში საქართველოს საბჭოს ავიასამოდელო ლაბორატორიაში, სადაც დაფიქსირდა მისი პირველი გამოგონება საფრენოსნო აპარატების დარგში. 1938 წლიდან სწავლის პარალელურად, ცენტრალურ აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში მუშაობდა - ჯერ ინჟინრად, შემდეგ კი ჯგუფის ხელმძღვანელად. სამეცნიერო კვლევის საგანი თვითმფრინავის საჰაერო ბალიშის პრინციპზე დაფუძნებული ამფრენ–დამჯდომი მოწყობილობა იყო. მის მიერ დამუშავებულია საფრენი აპარატების რთული სისტემების აგების თეორიული და ტექნიკური პრინციპები. მას ეკუთვნის მსოფლიოში პირველი მეტეოროლოგიური კვლევითი რაკეტა "МР-1". 1958 წელს, საბჭოთა რაკეტმშენებლობის ფუძემდებლის რეკომენდაციით, ქართველი კონსტრუქტორი პირველ საკონსტრუქტორო ბიუროში გადაიყვანეს და პირველი სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მთავარ კონსტრუქტორად დანიშნეს. ინსტიტუტის უცვლელი ხელმძღვანელი იყო 26 წლის განმავლობაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა "Темп", "Пионер", "Тополь"-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსები. მისი ხელმძღვანელობითაა შექმნილი აგრეთვე რაკეტები მყარ საწვავზე სისტემებისათვის: "ვოსხოდი", "სოიუზი", "კოსმოსი", "სოიუზ–აპოლონი", "პროგრესი".

 რაც შეეხება ჯილდოებს, პრემიებსა და პრიზებს:

1982 წ. - ლენინის ორდენი
1982 წ. - სოციალისტური შრომის გმირი
1978 წ. - ლენინის ორდენი
1976 წ. - სოციალისტური შრომის გმირი
1976 წ. - ლენინის ორდენი
1968 წ. - ლენინის ორდენი


ალექსანდრე ნადირაძე 1987 წელს,  73 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა.

 

 რადიო "მოზაიკა"