გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მწვანეთა პარტიის ლიდერის მიმართვა კათოლიკოს-პატრიარქს: ნებისმიერ დროს და ადგილას გვიგულეთ თქვენს გვერდით!

1-11-2019

„ნებისმიერ დროს და ადგილას გვიგულეთ თქვენს გვერდით!“,- მწვანეთა პარტიის ლიდერი, გია გაჩეჩილაძე სოციალური ქსელით, კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს.

გია გაჩეჩილაძის თქმით, ჩვენი ისტორია სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის, ღალატისა და თავგანწირვის ისტორიაა:

„სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ილია მეორეს.თქვენო უწმინდესობავ, მოგმართავთ უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ჩვენი ეკლესიისთვის ამ მძიმე ჟამს.

ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს ის უმძიმესი წლები, დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლებისა, ბანდფორმირებების თარეშისა, სამოქალაქო ომებისა, უმძიმესი სოციალურ-ენერგეტიკული კრიზისებისა, ადამინების წამება-ჩაგვრისა და უდიდესი ტრაგედიის - ქვეყნის ოკუპაციისა! და ისიც კარგად იცის, რომ საქართველოს ეკლესია, სწორედ თქვენი ხელმძღვანელობით იყო ის ერთადერთი, რომელმაც ჩვენს ერს გადაატანინა ყოველივე ეს უბედურება!

განუზომელია აგრეთვე თქვენი ღვაწლი ჩვენი საზოგადოების, ქვეყნისადმი სიყვარულის, ზნეობრიობის და ერთიანობის განმტკიცებაში! რასაც აღიარებს ყველა მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად! ამიტომ მუხლის მოდრეკით მადლიერებას გიძღვნით თქვენი მოღვაწეობისა და სიყვარულისათვის!

თუმცა, როგორც ამ დღეებში გამოჩნდა უმადურნი და ფარისეველნიც ბევრნი ყოფილან, რომელთაც „დაავიწყდათ“, რომ „მადლიერების განცდა აღამაღლებს და განამტკიცებს ჩვენს სარწმუნოებას, ხოლო უმადურება უმძიმეს ტვირთად აწვება ჩვენს სულებს“, მაგრამ თქვენ ჩვენზე კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ახალი არაა ჩვენი სამშობლოს ისტორიაში.

ჩვენი ისტორია სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის, ღალატისა და თავგანწირვის ისტორიაა! ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ქვეყნის გამყიდველი „ორჯონიკიძეები“ და „ერის მამების“ მკვლელი „ბერბიჭაშვილები“, რომლებიც მზად არიან სულიერად თუ ფიზიკურად კვლავ გაანადგურონ ქვეყნისთვის მზრუნველი და თავდადებული ადამიანები. სიკეთე - ბოროტებად, უკეთურება - ზნეობად, ქველმოქმედება - სიხარბედ წარმოჩინონ და ამით ადამინებს მათი სიმტკიცისა და სიძლიერის ძირითადი საყრდენი და ყველაზე ძვირფასი სულიერება და ეროვნული თვიშეგნება ამოგლიჯონ სხეულიდან!

ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლა არ დამთავრებულა და ამ ბრძოლაში საქართველოს ისევ თქვენი სიბრძნისა და სიმტკიცის იმედი აქვს! ამიტომ გისურვებთ ჯანმრთელობასა და გამძლეობას ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ!

რაც შეგვეხება ჩვენ, ნებისმიერ დროს და ადგილას გვიგულეთ თქვენს გვერდით!“, - წერს გია გაჩეჩილაძე.