გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირება იწყება

1-11-2019

მიმდინარე წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესი 2 ნოემბერს პროფესიული უნარების ტესტირებით დაიწყება. დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ აპლიკანტებს საგამოცდო ბარათზე აქვთ მითითებული.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. სურვილის შემთხვევაში, აპლიკანტს საშუალება აქვს თან იქონიოს გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით. საგამოცდო წესების თანახმად, დაგვიანებული აპლიკანტი ტესტირებაზე არ დაიშვება.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 8 ნოემბერს დასრულდება.
ტესტირების განრიგი იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2012
წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600 - ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.