19-01-2018
რუსთავში, კონსტიტუციის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად 50-წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სიაგარეტის ნამწვმა გამოიწვია და სახლში მყოფი ქალი კვამლის შედეგად დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ქალბატონი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც მივიდა და ვითარებას პირადად გაეცნო.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.