13-11-2017
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენაში 3 სამომსახურეო ძაღლი ჩაერთვება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ძაღლებს ზედამხედველობას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადამზადებული თანამშრომლები გაუწევენ.
სამომსახურეო ძაღლები აეროპორტში კინოლოგიურ პროექტ K9-ს ფარგლებში იგზავნება. აღნიშნული პროგრამა კინოლოგიურ სასწავლო კურსაც მოიცავს, რომლის ფარგლებშიც შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მომზადება როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიარეს.
ამერიკულმა მხარემ, კინოლოგიური პროექტი K9-ს მეორე ეტაპის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 სამომსახურეო ძაღლი გადასცა.
წყარო: რადიო "ძველი ქალაქი"