გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფოთში სატვირთო ამობრუნდა - დაშავებულია მძღოლი

4-11-2019

ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.

სატვირთოს დაშავებული მძღოლი, სასწრაფო დახმარების ჯგუფს ამ წუთებში ფოთის ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სატვირთოდან საწვავი დაიღვარა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რუსთავი2