გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დღეიდან მანდატური ქვეყნის მასშტაბიტ კიდევ 15 ახალ საჯარო სკოლას ეყოლება

4-11-2019

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, მიმდინარე გაფართოების ფარგლებში, საქართველოს რეგიონების 15 ახალ საჯარო სკოლაში შევიდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან მანდატურები წარმოდგენილი არიან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლისა და სოფელ საიმერლოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისის, ქალაქ ბოლნისის, სოფელ ქვემო ბოლნისის, ქალაქ წალკის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის, ქალაქ ახალქალაქის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლებში.

ამ ეტაპზე, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე წარმოდგენილია 575 საჯარო სკოლაში. მიმდინარე წლის ბოლომდე, მანდატურები კიდევ 13 საჯარო სკოლაში შევლენ.

სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს მანდატურის სამსახურის მომსახურებით, დამატებით, 130 საჯარო სკოლა ისარგებლებს.