გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ზეღდულეთში ოჯახი ძილის დროს გაქურდეს

4-11-2019

ზეღდულეთში ცერცვაძეების ოჯახი გაქურდეს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით წაღებულია ძვირფასეულობა და თანხა.

„არ მინდა ამ თემაზე საუბარი, სამსახურში ვარ“- გვითხრა ქეთევან ცერცვაძემ, რომელიც ბერშუეთის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

Qartli.ge- ამ საკითხზე კითხვა სოფელში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს დავით ცერცვაძეს დაუკავშირდა:

„ვიცი რომ გაქურდეს, ისიც ვიცი რომ სავარაუდო ეჭვმიტანილებიც დაკითხეს, თუმცა დაკავებული არავინ 

არის. ზუსტად, რა წაიღეს, ეგ დეტალები არ ვიცი“-აცხადებს დავით ცერცვაძე.

სოფელში აცხადებენ, რომ ქურდობის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ სახლში დამაძინებელი აირი გაუშვეს.

შს სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

 qartli.ge