გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. მესაზღვრეებმა 2017 წელს დე ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით 514 ადამიანი დააკავეს

19-01-2018

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა 2017 წლის განმავლობაში დე ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით 514 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი შარშანდელს დაახლოებით 11%-ით ჩამოუვარდება.

როგორც ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში აღნიშნავენ, საერთო ჯამში, ე.წ. საზღვრის დამრღვევებმა 827 000 რუსული რუბლი გადაიხადეს, რის შემდეგაც მათ „რესპუბლიკის“ ტერიტორია დაატოვებინეს.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"