გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბიძინა ივანიშვილი „პანორამაზე“ ოპონენტებს: იქ ათჯერ მეტი ხე დაირგვება, ვიდრე პროექტამდე იყო, იქ არსებული მწვანე საფარის დიდი ნაწილი უკვე დაავადებული იყო, რასაც შველა სჭირდებოდა

4-11-2019

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მზადაა დაინტერესებულ ბიზნესმენს ნებისმიერ ეტაპზე გადასცეს „პანორამა თბილისის“ პროექტი იმ შემთხვევაში, თუკი არსებული კონცეფციით და გეგმით ააშენებენ. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ „Entrepreneur“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„იმთავითვე გასაგებია, რომ ეს პროექტიც ვერ იქნება რენტაბელური მის თვითღირებულებასთან შედარებით. ამიტომ აქაც იგივე მიდგომა მაქვს: თუკი არსებული კონცეფციით და გეგმით ააშენებენ, მე მზად ვარ ნებისმიერ ეტაპზე გადავცე დაინტერესებულ ბიზნესმენს პროექტი. სავარაუდოდ, 10-დან 30 პროცენტამდემდე ფასდაკლების შეთავაზება მომიწევს გაყიდვის შემთხვევაში. რასაც ვამბობ წყალტუბოზე, იმავე პრინციპს ვაცხადებ პანორამაზე. ჩვენი ინტერესი კი ერთია - თბილისს ჰქონდეს ახალ სავიზიტო ბარათი - მსოფლიოში უპრეცედენტო და ექსკლუზიური პროექტი, რომელიც მას დამატებით გრძელვადიან ფუნქციას შესძენს - განავითარებს ჩვენ დედაქალაქში საქმიან ტურიზმს და მთელი ქალაქზე აისახება” - აცხადებს ბიძინა ივანშვილი

ოპონენტების ხმაურს კი ბიძინა ივანიშვილი ასე პასუხობს - „იქ ათჯერ მეტი ხე დაირგვება, ვიდრე პროექტამდე იყო. მანამდე კი, იქ არსებული მწვანე საფარის დიდი ნაწილი უკვე დაავადებული გახლდათ, რასაც ასევე შველა სჭირდებოდა“.