გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„ევროპული საქართველო“ „რუსთავი2“-ს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს-ნიკა გვარამიას პასუხი

19-01-2018

პარტია "ევროპული საქართველო" "რუსთავი 2"-ს NDI-ს კვლევასთან დაკავშირებით მცდარი და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, დღეს, 9-საათიან კურიერში NDI-ის სოციოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით სიუჟეტი გავიდა, სადაც საავტორო ტექსტი მცდარ ფაქტებს ეფუძნებოდა.

მათივე თქმით, რუსთავი 2-ს, როგორც კერძო ტელევიზიას, აქვს სრული უფლება ჰქონდეს სარედაქციო სიმპათიები და დღეს ეს სიმპათია მიხეილ სააკაშვილის გუნდს ეკუთვნის.

თუმცა, აქვე განმარტავენ, რომ  „ როდესაც ამ სიმპათიების გამო ხდება ყალბი ფაქტების გავრცელება, ეს არის მაყურებლის უპატივცემულობა და ჟურნალისტური სტანდარტების უხეში დარღვევა“

"დღეს, 9-საათიან კურიერში NDI-ის სოციოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით სიუჟეტი გავიდა, სადაც საავტორო ტექსტი მცდარ ფაქტებს ეფუძნებოდა.

"შევადაროთ პარტიული რეიტინგები გასულ თვეებში ჩატარებულ არჩევნებს. სულ ოდნავ არის მომატებული ქართული ოცნების რეიტინგი, ძალიან მცირედით ნაციონალური მოძრაობის, ხოლო 12%-დან 4%-მდეა შემცირებული ევროპული საქართველოს მაჩვენებელი."

ეს აშკარად მცდარი და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაა. თუ ავტორი დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს არჩევნების შედეგებს ადარებს, მაშინ გაუგებარია როგორ გაიზარდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შედეგები. თუ წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევებს გულისხმობდა, მაშინ, NDI-ის 2017 წლის აპრილის კვლევაში ჩვენი პარტია 2% -იან ზღვარს ქვემოთ იყო, ივნისის კვლევაში ევროპული საქართველოს მხარდაჭერას გამოკითხულთა 3% აპირებდა, არჩევნებზე კი, ჩვენმა პარტიამ 10.4% აიღო. იმავე კვლევაში კი, ქართულ ოცნებას 22% უჭერდა მხარს, მათ არჩევნებზე 55.81% მიიღეს, ნაციონალურ მოძრაობას, კვლევის მიხედვით, 7% უჭერდა მხარს, არჩევნებზე კი 17.04% მიიღეს.

რუსთავი 2-ს, როგორც კერძო ტელევიზიას, აქვს სრული უფლება ჰქონდეს სარედაქციო სიმპათიები. ყველასთვის ნათელია, რომ დღეს ეს სიმპათია მიხეილ სააკაშვილის გუნდს ეკუთვნის, მაგრამ როდესაც ამ სიმპათიების გამო ხდება ყალბი ფაქტების გავრცელება, ეს არის მაყურებლის უპატივცემულობა და ჟურნალისტური სტანდარტების უხეში დარღვევა.იმ პირობებში, როცა ხელისუფლება განაგრძობს რუსთავი 2-ის დევნას, ეს ტელევიზია კი ქართული ოცნების გავლენის გარეთ დარჩენილი ერთადერთი მსხვილი არხია, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის არჩევანი მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს. ყალბი ინფორმაციის გავრცელება მათ მაყურებლის ნდობას უკარგავს, რაც ქართული ოცნების ინტერესშია", - ნათქვამია განცხადებაში.

არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ევროპულ საქართველოს“  სოციალური ქსელის მეშვეობით ასე უპასუხა:

"პანდამ რო არ იკადრა, ის ქნეს - ნათლისღებას ჩამოკრეს. ყოჩაღ, სტრასბურგში გამოიყენოსიქნებ მთავრობამ 2ის წინააღმდეგ - მარტო ჩვენი ნარატივი არაა, აგერ საპარლამენტოუმცირესობაც იგივეს ამბობსო",-წერს გვარამია.

"პირველი ნიუსი"