გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი ბაღდათში საოჯახო მარანს სტუმრობდა

5-11-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბაღდათში, ვახტანგ ჯიხვაძის საოჯახო მარანს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ, საოჯახო მარნების მფლობელ მეღვინეებს შეხვდა და იმერეთის რეგიონში აგროტურიზმის განვითარების კუთხით წყალტუბოს რეაბილიტაციის ინიციატივასა და სამინისტროს მიერ რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„ღვინის ტურიზმი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო პოპულარულია. იმერეთის რეგიონში მასშტაბური პროექტის დაწყებით, რაც აბასთუმანი-წყალტუბოს განვითარებას გულისხმობს, მეღვინეობის კულტურით და მაღალი ხარისხის ღვინოებით გამორჩეული ბაღდათი მნიშვნელოვანი ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ხდება”, - აღნიშნა მინისტრმა მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე.

ლევან დავითაშვილმა ბაღდათში არსებული მარნებისა და საოჯახო სასტუმროების განვითარებით ეკონომიკური სარგებლის მიღების მნიშვნელოვან პერსპექტივაზეც ისაუბრა.

„ტურისტულ მარშრუტზე, რომელიც აბასთუმანს აკავშირებს წყალტუბოსთან, ჩვენ გვაქვს აჯამეთის აღკვეთილი, სადაც უნიკალური მუხნარი და ბევრი მღვიმეა. ვფიქრობ, ამ რეგიონში ეკოტურიზმი და აგროტურიზმი ერთმანეთს შეავსებს და მეტ მნახველს მოიზიდავს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვახტანგ ჯიხვაძის საოჯახო ღვინის მარანში „შატო ფერსათი“ 23 ტონა ტევადობის ქვევრებია. მარანში ციცქას, ცოლიკოურისა და ალადასტურის ღვინოები იწარმოება. წლევანდელ რთველზე, ყურძნის 70% მეწარმემ ადგილობრივი ფერმერებისაგან შეიძინა. მცირე მარნის მფლობელი, სამომავლოდ, აგროტურიზმის მიმართულების განვითარებას გეგმავს.