გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოხუმელი ქირურგი რუსული განათლებით - რა ვიცით მიტროპოლიტ გრიგოლზე, რომელმაც ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრე შეცვალა

5-11-2019

მღვდელმთავ­რო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი მე­უ­ფე პეტ­რეს ნაც­ვლად, ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში წალ­კე­ლი ეპის­კო­პო­სი, მე­უ­ფე გრი­გო­ლი და­ი­ნიშ­ნა.

მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გოლ კა­ცია უკვე მი­ვი­და ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში, სა­დაც მრევლსა და მის წი­ნა­მორ­ბედს შეხ­ვდა.

"მშვი­დო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, მე­გობ­რო­ბა, პა­ტი­ე­ბა“, - ასე მი­ე­სალ­მა მიტ­რო­პო­ლი­ტი მარ­ტვი­ლის მა­მა­თა მო­ნას­ტრის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეკ­რე­ბილ მრევლს, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს და აღ­ნიშ­ნა: "ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი მე­უ­ფეს და მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი“. ერის­კა­ცო­ბა­ში ვლა­დი­მერ გრი­გო­ლის ძე კა­ცია და­ი­ბა­და 1972 წელს, ქა­ლაქ სო­ხუმ­ში ექი­მე­ბის ოჯახ­ში. თა­ვა­დაც პრო­ფე­სი­ით ექი­მი-ქი­რურ­გი გახ­ლავთ.

რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მიტ­რო­პო­ლი­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, ის 1982 წელს მო­ი­ნათ­ლა სო­ხუ­მის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში.

ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის ახალ წი­ნამ­ძღოლს გა­ნათ­ლე­ბა რუ­სეთ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი - 1989 წელს და­ამ­თავ­რა სა­რა­ტო­ვის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, 1995 წელს სა­რა­ტო­ვის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, 1997 წელს ჩა­ი­რი­ცხა მოს­კო­ვის ას­პი­რან­ტუ­რა­ში - სის­ხლძარ­ღვთა და გუ­ლის ქი­რურ­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრში.

2000 წელს და­იც­ვა სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია თე­მა­ზე - "გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა" და მი­ე­ნი­ჭა მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტის ხა­რის­ხი.

2004 წლის 7 მა­ისს და­იც­ვა სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია და მი­ე­ნი­ჭა მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დო­ტ­ქო­რის წო­დე­ბა. 2005 წელს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და და­ი­წყო სწავ­ლა თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში.

2010 წლის 26 აგ­ვის­ტოს სი­ო­ნის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ბე­რად აღიკ­ვე­ცა და სა­ხე­ლად გრი­გო­ლი ეწო­და.

2010 წლის 28 აგ­ვის­ტოს ამა­ვე ტა­ძარ­ში ეკურ­თხა დი­აკ­ვნად და განმწეს­და თბი­ლი­სის ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ლავ­რა­ში. იმა­ვე წელს, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია II-მ მღვდლად და­ას­ხა ხელი და და­ად­გი­ნა თბი­ლი­სის მამა და­ვი­თის წმ. და­ვით გა­რე­ჯე­ლის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში.

2013 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე გა­მო­არ­ჩი­ეს ეპის­კო­პო­სად. მისი კურ­თხე­ვა მოხ­და 2013 წლის 4 დე­კემ­ბერს სვე­ტი­ცხოვ­ლის თორ­მე­ტი მო­ცი­ქუ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში.

2015 წლის 13 იან­ვრი­დან დღემ­დე იგი აგა­რაკ-წალ­კის ეპარ­ქი­ის მმარ­თვე­ლი იყო.

"გზა­ზე რომ მოვ­დი­ო­დი, ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და აღელ­ვე­ბუ­ლია მარ­ტვი­ლი, წალ­კაც აღელ­ვე­ბუ­ლია და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აღელ­ვე­ბუ­ლია. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნდა დავ­მშვიდ­დეთ. მე ვარ ექი­მი და თქვენ იცით, რომ ოპე­რა­ცია, გა­მოკ­ვლე­ვა ვერ ტარ­დე­ბა იმ დროს, როცა ყვი­რის ან ჩხუ­ბობს ვი­ღაც. დავ­მშვიდ­დეთ, ვი­სა­უბ­როთ წყნა­რად.

პატ­რი­არ­ქმა გუ­შინ სი­ნო­დი იმით და­ი­წყო, რომ ვა­პა­ტი­ოთ ერ­თმა­ნეთს, ჩვენ გვი­ყუ­რებს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, - გა­ნა­ცხა­და მარ­ტვილ­ში ჩა­სულ­მა მღვდელმთა­ვარ­მა გრი­გოლ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ დას­მულ კი­თხვა­ზე: სურ­და თუ არა ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, მიტ­რო­პო­ლიტ­მა გან­მარ­ტა, რომ ის სო­ხუ­მის ეპარ­ქი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და.

info9