"ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. ტელეფონზე მას შვილი ურეკავდა და დიდი ხნის განმავლობაში რომ არ უპასუხა, ნათესავი მივიდა, რომელმაც გარდაცვლილი ნახა, რის შემდეგაც სამართალდამცავებს დაუკავშირდნენ. მას სავარაუდოდ, ძალადობის კვალი აღენიშნება" - განაცხადა მერის წარმომადგენელმა სოფელ არბოშიკში.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს ხელები აქვს დამტვრეული. სახლში კი ფანჯრის მინებია ჩამსხვრეული და გადმოყრილია ნივთები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.