გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დიმიტრი ხუნდაძე ნაცმოძრაობაზე: აუცილებელია არ დავივიწყოთ ის, რისი დავიწყებაც არ შეიძლება, რომ რაიმე ფორმით უკან არ შემოგვეპაროს

7-11-2019

2007 წლის 7 ნოემბერს ნაცმოძრაობა შეეცადა ქართველი ხალხის იმედისთვის "სული ამოეხადა"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ამ დღეს მათ საკუთარ მოსახლეობას პირდაპირ ეთერში აჩვენეს თავიანთი რეალური სახე.ფეხქვეშ გათელეს სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვის თავისუფლება, ღირსება და ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება.

სწორედ ამიტომ, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საზოგადოებამ მათ საკადრისი პასუხი გასცა და ისინი ჩამოაცილა ქვეყნის მართვის სადაავეებს. თუმცა, როგორც ჩანს, ნაცმოძრაობა და მათი "მოძმეები" დღემდე ვერ ითავისებენ მომხდარს და უფრო მეტიც, იმ დღიდან მოყოლებული ცდილობენ, ნებისმიერი გზით დაიბრუნონ ხელისუფლება და ამისათვის არ ერიდებიან არავის და არაფერს.

ამას ცდილობენ დღესაც. ებრძვიან ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების უპირატეს ინტერესებს. იერიში მოაქვთ რწმენაზე და ძირს უთხრიან მთავარ ღირებულებებს, თუმცა ქართველი ხალხის ნება მაინც გაიმარჯვებს და მას"სულს ვერავინ ამოხდის". ამისათვის აუცილებელია წარსული სწორად შევაფასოთ და არ დავივიწყოთ ის, რისი დავიწყებაც არ შეიძლება, რომ ის რაიმე ფორმით უკან არ შემოგვეპაროს"-აცხადებს დეპუტატი.