გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ივანიშვილისთვის მოპარული 150 მილიონი დოლარი

21-01-2018

 

ჟენევის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის და მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორის სარჩელის განხილვა უკვე ერთი კვირაა, გრძელდება. ბიძინა ივანიშვილი და მისი ბიზნესპარტნიორი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილი დეპუტატი, ვიტალი მალკინი, უჩივიან სიდიდით მეორე შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს.

ივანიშვილი ამტკიცეს, რომ მისმა პირადმა პანკირმა მას 150 მილიონი დოლარი მოჰპარა. სასამართლო სხდომაზე ითხოვდნენ საქართველოს ექსპრემიერის დაკითხვასაც, თუმცა, ივანიშვილი არ გამოცხადდა. მან წარადგინა ჯანმრთელობის ცნობა, რომ ავადაა და ვერ მისცეს ჩვენებას სასამართლოს.

ივანიშვილის ჯანმრთელობის ცნობის გაცემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, ამბობს, რომ მან არ იცის ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ.

ჟენევაში განმარტავენ, რომ, თუ სასამართლო იძახებს პირს დაკითხვაზე, ე.ი. მისი ჩვენება ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად აუცილებელია და ჩვენების მიცემა ნებაყოფლობითი რომ ყოფილიყო, ბიძინა ივანიშვილს არ დასჭირდებოდა სამედიცინო ცნობის წარდგენა.

სასამართლოს სხდომაზე ლესკანდრომა, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პირადი ბანკირი იყო, თქვა, რომ აღიარებს დანაშაულს და ადასტურებს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერს ფულს წლების განმავლობაში ჰპარავდა.

ადგილობრივი მედიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ ფული, რომელიც საქართველოს პრემიერს მოჰპარეს, ივანიშვილს დაბანდებული ჰქონდა ბერმუდაში, გადასახადისგან გათავისუფლებულ სადაზღვევო პოლისებში, რომლებსაც შპს Credit Suisse Life (Bermuda) განკარგავდა.

პოლისები აზღვევდა თავად ბიძინა ივანიშვილის, ეკატერინე ხვედელიძის, გვანცა, ცოტნე და ბერა ივანიშვილების სიცოცხლეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბერმუდაში ფულის დაბანდებით საქართველოს პრემიერი გადასახადების გადახდას თავს არიდებდა.

"გურიის მოამბე"