გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქართული სტარტაპის უპრეცედენტო წარმატება - Vault Wines ქართულ ინოვაციას დავოსში წარადგენს

8-11-2019

ქართულმა სტარტაპმა Vault Wines-მა, პრესტიჟული შვეიცარული Venture Capital ფონდის ინკუბატორის კონკურსი მოიგო და ქართულ ინოვაციას - ღვინის ელექტრონული კომერციის ბიზნესს დავოსის სტუმრებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას პირველად წარუდგენს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი 1000-ზე მეტ სტარტაპს შორის შეირჩა. ასობით აპლიკანტიდან მხოლოდ 12-ს ეძლევა შესაძლებლობა ინკუბაციის პროგრამაში ჩაერთოს და საკუთარი იდეები რეალურ პროდუქტად აქციოს. სწორედ საუკეთესო თორმეტეულში მოხვდა Vault Wines-ის გუნდი, რომელიც CV Labs - ის 10 კვირიან აქსელერაციის პროგრამას შეუერთდება და პროექტს დავოსის მაღალი რანგის სტუმრებს გააცნობს.

CVVC წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ახალი თაობის Venture Capital -ის შვეიცარულ კომპანიას. CV Labs -ის ინკუბაციის კონკურსი ევროპაში სტარტაპებს ყველაზე სასურველ გრანტს სთავაზობს. გამარჯვებული სტარტაპები ფინანსდებიან 125 000 აშშ დოლარით და პროექტს ამუშავებენ 70-ზე მეტ გამოცდილ მენტორთან/ექსპერტთან. 10 კვირიანი მუშაობის შემდეგ, საუკეთესო გუნდებს შორის საუკეთესონი, მათ შორის ქართული სტარტაპი Vault Wines, საკუთარ პროექტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უმსხვილეს კომპანიებს და მაღალი რანგის პოლიტიკურ თანამდებობის პირებს დავოსში გააცნობენ.

Vault Wines მულტიპროფილური სტარტაპია, რომელიც მოიცავს ღვინის ელექტრონული კომერციის ბიზნესს. პროექტის მიზანია შეიქმნას ახალი, ბლოქჩეინზე დაფუძნებული, ღვინის წარმოების, მენეჯმენტისა და ავთენტიფიკაციის სისტემა.

ამავდროულად, Vault Wines აკავშირებს მეღვინეობებს უშუალოდ მომხმარებელთან Vault Retail -ის საშუალებით. Vault Retail წარმოადგენს ონლაინ საცალო მაღაზიას, ახალ პრემიუმ ღვინის ფრანჩიზასა და სადისტრიბუციო ქსელების ერთობლიობას როგორც ევროპაში, ასევე რუსეთსა და ჩინეთში. ის მეღვინეობებს აძლევს საშუალებას, პროდუქცია მიჰყიდონ მომხმარებელს შუამავლის გარეშე. Vault Wines მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეღვინეობების ბაზრის ათვისებას პროგრამული უზრუნველყოფით და ექსკლუზიურად პრემიუმ და ავთენტური ღვინის სეგმენტის განვითარებას მსოფლიოს მასშტაბით.

Vault Wines წარმოადგენს სტრატეგიულ პროექტს საქართველოში ღვინის მრეწველობისთვის, რადგან იგი ემსახურება უმაღლესი ხარისხის ღვინოების სადისტრიბუციო ქსელების დივერსიფიკაციას და ქვეყნის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირებას.
ამავდროულად, ეს არის პირველი ქართული პროექტი, რომელიც წარმოდგენილია დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას.