დაიწვა მსუბუქი ავტომობილი. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზავრი.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო - სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებული. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.