გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში საავადმყოფოს მეოთხე სართულზე ქალი ლიფტის შახტაში ჩავარდა

22-01-2018

ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის მეოთხე სართულზე, ლიფტის შახტაში 45 წლამდე ასაკის ქალი ჩავარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დამლაგებელმა ქალმა ლიფტი გამოიძახა, თუმცა კარის გახსნის შემდეგ ლიფტის კაბინა არ დახვდა. მან ეს ვერ შენიშნა და ლიფტში შევიდა.

დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჩადენილ ჯანმრთელობის ნაკლებად, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

reginfo.ge