გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბიძინა ივანიშვილი: კეთდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელსაც, გასართობიც და სამეცნიერო ცენტრიც ადგილზე იქნება

9-11-2019

„ეს იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი“ - აცხადებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას ეხება.

მისი თქმით, საუნივერსიტეტო ქალაქის აშენება მისი დიდი ხნის სურვილია.

ბიძინა ივანიშვილი 2007 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასინდელ რექტორთან შეხვედრას იხსენებს:

„მე შევხვდი უნივერსიტეტის რექტორს ხუბუას ჩემივე ინიციატივით, მაშინ გარემონტებაზე იყო საუბარი და დავიწყეთ კიდეც. საუბარშივე გამოვთქვი ჩემი დიდი ხნის სურვილი საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების შესახებ. ეს იყო 2007 წელი, თუ არ მეშლება. სხვათა შორის, ბათუმისთვის პროექტიც მაქვს გაკეთებული, რაშიც მილიონ დოლარზე მეტი მაქვს გადახდილი, უცხოელებს დავუკვეთე. უცხოელებმა დაგვარწმუნეს, რომ ეს აღარ არის პერსპექტიული და არ შეიძლება ამხელა უნივერსიტეტის გაკეთება, საკუთარი ენერგიით უნდა იმუშაოს და სამ სართულზე მეტი არ ივარგებდა. შემდეგ პოლიტიკური პროცესები გართულდა, ამას ომი დაერთო, მათთან (მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები) ურთიერთობა შევწყვიტე და ა.შ. ამის შემდეგ უკვე ქუთაისის იდეა ჩამოყალიბდა, მე მგონი ყველაზე ლოგიკური და ყველაზე სწორი. თქვენ იცით, რომ ისტორიულად, ტრადიციულად, ქუთაისს ჰქონდა საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია და მე ვფიქრობ, რომ ქუთაისი იყო საუკეთსო არჩევანი. დრო კი ბევრი დაიხარჯა, მაგრამ მე მგონი პროექტი ბევრად სწორად განვითარდა“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასავლეთის რეგიონს დამატებით ხიბლს შესძენს და სტუდენტები გადანაწილდებიან როდორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.