გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე - „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მშენებლობაზე მილიარდი ევროს დახარჯვა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებაა

9-11-2019

საუბარია ერთ მილიარდ ევროზე, რომელიც „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მშენებლობაზე დაიხარჯება, ამაზე ადვილად ვსაუბრობთ, თუმცა ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის შეფასებით, ეს განათლების გრძელვადიანი რეფორმის ერთ-ერთი უდიდესი კომპონენტია.

„ვერც ერთმა ადამიანმა, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა ადრე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე გაეთვალა თავისი გეგმები. ეს პირველი გაბედა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, მაშინ როცა ამ მასშტაბის რეფორმა დაიწყო და კონკრეტულ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა ამ მასშტაბის ქველმოქმედება განახორციელა. ერთი მილიარდი ევრო დაიხარჯება იმაში, რომ ჩვენ შვილებს, ჩვენ მომავალ თაობებს ჰქონდეთ გაცილებით მაღალი ხარისხის განათლება, იყვნენ გაცილებით კომპეტენტური, ვიდრე ჩვენ ვართ, არ ჰქონდეთ პრობლემა დასაქმების და საქართველოში, ადგილზე მიიღონ ევროპული ხარისხის განათლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. ინტერვიუში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.