გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი მეზურნიშვილი: რამხელა ცინიზმია, სახელმწიფოს დაფინანსებულ მეურნეობაში თოხს და გუთანს აგდებით მოიხსენიებდე და უტიფრად პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობდე

9-11-2019

,,თავმომწონედ რომ იდგა მამუკა ხაზარაძე დღეს სამტრედიაში და მორიგ ლელოელებს გვაცნობდა სასათბურე მეურნეობიდან, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თავის დროზე ეს საწარმო სახელმწიფოს შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაკეთდა და სახელმწიფოსგან 2 000 000 ლარამდე დაფინანსება მიიღო. რამხელა ცინიზმია - სახელმწიფოს დაფინანსებულ მეურნეობაში თოხს და გუთანს აგდებით მოიხსენიებდე და უტიფრად პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობდე“, ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი მოძრაობა ,,ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებებს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

ირაკლი მეზურნიშვილმა სოციალურ ქსელში ის ვიდეოც გააზიარა, სადაც ჩანს თუ როგორ ხსნიან სახელმიწფოს მიერ დაფინანსებულ საწარმოს მამუკა ხაზარაძე და მთავრობის წარმომადგენლები.