გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თიანეთის საკრებულო 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს განიხილავს

22-01-2018

თიანეთის მუნუციპალიტეტის საკრებულო დღეს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა, სხდომა 13:00 საათზეა დაგეგმილი, სადაც ბიუჯეტის პროექტთან ერთად კიდევ რამდენიმე საკითხი განიხილება. 

„მოლოდინი არის ისეთი, რომ პრაგმატული მოსაზრებებით უნდა დაუჭირონ მხარი, თუნდაც იმიტომ, რომ არ შეიქმნან პრობლემა თავად, განსაკუთრებით, იმ დეპუტატებმა, რომლებსაც არ აქვთ არანაირი დანაშაული და წამოსაძახებელი წარსული. ისინი არ უნდა აყვნენ იმ თამაშს, რომელიც ქუცნაშვილმა დაიწყო და რომელიც მხოლოდ მის კერძო ინტერესს ემსახურება და არაფერს სხვას. თანადათან უკვე ბევრისთვის ხდება ნათელი, ვინ დგას ამ პერიპეტიების უკან და სადამდე შეიძლება მიიყვანოს გაჯიუტებამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. უკვე შედეგები აშკარად ჩანს - ყველა მიმართულებით პრობლემები იქმნება. მათ, ვინც კიდევ გააგრძელებს ამ თამაშს, მოუწევს უშუალოდ მოსახლეობასთან პირისპირ დარჩენა და პასუხის გაცემა“, - განაცხადა მეჭაურმა.

მისივე განცხადებით, კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებული პროცესი 31 მარტამდე გაგრძელდეს. 

„მაგრამ არდამტიცებას უახლოეს მომავალში შეიძლება ისეთი შედეგები მოჰყვეს, რომ არა მგონია, ეს რეაგირების გარეშე დარჩეს როგორც მოსახლეობის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა მეჭიაურმა.

როგორც ცნობილია, თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ორჯერ იქნა დაწუნებული, რასაც თამაზ მეჭიაური „ხელოვნურად მართულ პროცესს“ უკავშირებს. 

წყარო: "ინტერპრესნიუსი"