გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დანიელ გოტშალდი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე: ეს იქნება განსაკუთრებული უნივერსიტეტი, უნიკალური მთლიანად კავკასიის რეგიონში

10-11-2019

„იმედს გამოვთქვამ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღირებული იქნება არა მხოლოდ ქართველი სტუდენტების აკადემიური განათლებისთვის, არამედ მთელი ქვეყნის სამომავლო ინდუსტრიალიზაციის თვალსაზრისითაც“ - აცხადებს TUM INTERNATIONAL - ის დირექტორი დანიელ გოტშალდი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ გადაღებულ ფილმში.

მისი თქმით, ეს იქნება განსაკუთრებული უნივერსიტეტი, უნიკალური მთლიანად კავკასიის რეგიონში.

როგორც გოტშალდი აღნიშნავს, უზრუნველყოფილი იქნება ქართველი და გერმანელი მეცნიერების და სტუდენტების თანამშრომლობა.

„მათ ექნებათ ერთად მუშაობის შესაძლებლობა, რის შედეგად მიღწეული იქნება იგივე ხარისხი, რომელიც ჩვენ გვაქვს გერმანიაში, თუმცა იგი ასევე იქნება მორგებული საქართველოში არსებულ საჭიროებებსა და გარემოზე“ -ამბობს იგი.

გოტშალდი იხსენებს, რომ 150 წლის წინ, თავისი დაარსების დღიდან მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი მხარს უჭერს ბავარიის ინდუსტრიალიზაციას. მან წვლილი შეიტანა გერმანიის მაღალტექნოლოგიურ ქვეყანად გარდაქმნაში.

„ვთვლით, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იმავე როლს შეასრულებს საქართველოს შემდგომ განვითარებაში. იგი დანერგავს მაღალ ტექნოლოგიებს საქართველოში და წვლილს შეიტანს ქართული ტექნოლოგიების სამომავლო განვითარებაში. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის დახმარებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ასევე გახდება მეწარმეობის უნივერსიტეტი. მის ბაზაზე შეიქმნება სტარტაპები, რომლებიც შემდგომში განვითარდებიან, როგორც მაღალტექნოლოგიური ქართული კომპანიები. შედეგად, ქვეყანაში დაინერგება ახალი სამეწარმეო სულისკვეთება. გარდა ამისა, გამოყენებული იქნება უკვე არსებული სამეწარმეო სულისკვეთება. ჩვენ გვაქვს საქართველოს რწმენა“ - აცხადებს დანიელ გოტშალდი.