გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ალექსანდრე თევზაძე: როდესაც სტუდენტები დაამთავრებენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ისინი უნდა იყვნენ კონკურენტული გლობალურ შრომის დასაქმების ბაზარზე

10-11-2019

„როდესაც სტუდენტები დაამთავრებენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ისინი უნდა იყვნენ კონკურენტული გლობალურ შრომის დასაქმების ბაზარზე. მათ უნდა ჰქონდეთ საერთაშორისო სტანდარტის განათლება“ - აცხადებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაღებულ ფილმში.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავდა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

„აქ საუბარია არა მიუნხენის უნივერსიტეტის მოდელის, ან ასლის აღების, არამედ მათთან ერთად თანამშრომლობით, როგორ შეიძლება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში შევქმნათ უნივერსიტეტი, რომელიც დააკმაყოფილებს დასავლეთის და იგივე სტანდარტებს, რაც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტშია. ამავდროულად, როდესაც სტუდენტები დაამთავრებენ ამ უნივერსიტეტს ისინი უნდა იყვნენ კონკურენტული გლობალურ შრომის დასაქმების ბაზარზე. მათ უნდა ჰქონდეთ საერთაშორისო სტანდარტის განათლება“ - აცხადებს ალექსანდრე თევზაძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მომავალი პროგრამები, რომელიც განვითარდება სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და ცენტრებთან თანამშრომლობით.

„ამის კარგი მაგალითია თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ „იულიხის“ კვლევით ცენტრთან, სადაც ჩვენ გვექნება თანამშრომლობა საბუნებისმეტყველო და სამედიცინო დარგების მიმართულებით“ - ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

მისი თქმით, პროგრამები შეთავაზებული იქნება ინგლისურ ენაზე.

„ეს საშუალებას მოგვცემს, უნივერსიტეტში შევქმნათ საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემო. გაფართოვდება სპეციალობების სპექტრი, რომელსაც უნივერსიტეტი შესთავაზებს ახალგაზრდებს. 2021 წელს დაგეგმილია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დამატება. ეს არის ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მაგალითისთვის. 2022-2023 წლებში ჩვენ გადავდივართ საინჟინრო მიმართულებაზე და განათლებაზე, ხოლო შემდეგი წლიდან უკვე დავუმატებთ ჰუმანიტარულ მეცნიერებებს და რაც მთავარია მედიცინას“ - განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იყოს უცხოური აკადემიური პერსონალი, რომელიც ფიზიკურად ჩამოვა და იცხოვრებს ქუთაისში და ექნება უშუალო შეხება სტუდენტებთან. თუმცა, ასევე არსებობს ზოგიერთი სპეციფიური საგნები, რომლებიც შეიძლება წაკითხული იყოს ონლაინ.