გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

აშშ-ში 31 წლის ქართველი ექიმი, დავით კანდელაკი მოკლეს

22-01-2018

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში ქართველი ექიმი, 31 წლის დავით კანდელაკი მოკლული იპოვეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში დავით კანდელაკთან ერთად 30 წლის ჯოშუა რაისის ცხედარიც იყო. პოლიციის ცნობით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

დავით კანდელაკის ძებნა სამართალდამცავებმა მისი მეუღლის განცხადების საფუძველზე ხუთშაბათს დაიწყეს. პოლიციის ინფორმაციით, კანდელაკი შვებულებიდან დაბრუნებულ ცოლს მაიამიში უნდა დახვედროდა, თუმცა დათქმულ ადგილზე არ მივიდა. არსებული ინფორმაციით, კანდელაკი ცინცინატში მიდიოდა, საიდანაც მაიამიში უნდა გადაფრენილიყო. გამოძიების პროცესში დეტექტივებმა დაადგინეს, რომ მან ძაღლი და ავტომანქანა ჯეფერსონთაუნში, მეგობრებთან დატოვა.

გარდაცვლილები ერთმანეთს იცნობდნენ. უცნობია, როგორ მიაგნო პოლიციამ მათ ლუისვილის ერთ-ერთ ბინაში. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დავით კანდელაკი წარმოშობით ქუთაისიდან იყო. აშშ-ში ის ცოლთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა.

reginfo.ge