გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ემერიკ არმანი: საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, სადაც კიბოს დასამარცხებლად პროტონული თერაპია ხელმისაწვდომი იქნება

11-11-2019

„საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, სადაც ხელმისაწვდომი იქნება პროტონული თერაპია“ - ამის შესახებ IBA GDOUP - მარკეტინგის დირექტორმა ემერიკ არმანმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ გადაღებილ ფილმში განაცხადა, რომელშიც საუბარია ადრონული თერაპიის ცენტრზე.

მისი თქმით საქართველო, კერძოდ ქუთაისის უნივერსიტეტი იქნება ცენტრი, რომელიც მოიზიდავს პაციენტებს მთელი რეგიონიდან.

„პროტონული თერაპია განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვების შემთხვევაში, რისთვისაც არსებობს 2 მიზეზი. პირველი - ზრდის პროცესში მყოფი ბავშვების ქსოვილები განსაკუთრებით მგრძნობიარეა რადიაციული თერაპიის მიმართ, რაც ნაკლებ რადიაციას მიიღებენ ისინი, მით უკეთესი და მეორე - რადიაციული თერაპიის შემთხვევაში ყოველთვის არსებობს 15-20 წლის შემდეგ მეორადი კიბოს გაჩენის გარკვეული რისკი, რაც განსაკუთრებით ყურადსაღებია ბავშვების შემთხვევაში - განკურნების შემდეგ მათ ხომ მთელი ცხოვრება ელით წინ“ - აცხადებს არმანი.

მისი თმით, ტრადიციული რადიაციული თერაპიის შემთხვევაში სხივი გაივლის სიმსივნის არეს და იმოქმედებს ყველა უჯრედსა და ქსოვილზე, რომელიც მას სიმსივნის კერამდე და მას შემდეგ გზაზე ხვდება. პროტონული თერაპიის შემთხვევაში კი პროტონები სიმსივნის არეში იყრიან თავს, ჩერდებიან იქ და ანადგურებენ კიბოს უჯრედებს ისე, რომ არ დააზიანონ სიმსივნის მიღმა არსებული ქსოვილები.